ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, გამყრელიძის მოვალეობას დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები