მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახალხო დამცველი

სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პარტიებისადმი  სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოწოდებას გამოეხმაურა, რომ ახალი ომბუდსმენის შერჩევისას დაიცვან ის სტანდარტები, რაც პროცესის გამჭვირვალობას გულისხმობს.

„სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველი. საქართველოში, სამწუხაროდ არანაირი სახალხო დამცველი არ არის. ადამიანი, რომელიც მათ („ნაციონალური მოძრაობის“) ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს, ამით აწარმოებს ქსენოფობიურ კამპანიას, სიტყვებს იგონებს გასამართლებლად.

80 დეპუტატი დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და იმისათვის რომ სახალხო დამცველი ავირჩიოთ ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან. იმედია, ამ არჩევას კომპრომისის გზით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ”,- განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები