ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იყვნენ ფხიზლად და ფრთხილად, რომ არავითარი აგრესია და ინციდენტები არ იყოს დაშვებული
პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას უბიძგოს ომისკენ, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ ორგანოებს სიფხიზლისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვხედავთ, რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას უბიძგოს ომისკენ, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იყვნენ ფხიზლად და ფრთხილად იმისთვის, რომ არავითარი აგრესია და ინციდენტები არ იყოს დაშვებული. რა თქმა უნდა, რისკები არის, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ამ კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.