გიორგი ხელაშვილი: რადიკალური ოპოზიცია უკვე სამი წელია სამოქალაქო ომის დაწყებას ცდილობს

ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ომში ჩართვა არა პირდაპირ, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოშია და ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აქ სამოქალაქო ომის დაწყებას ცდილობს უკვე სამი წელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო ომი რომ დაიწყოს, ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით.

„ჩვენ ვიცით, საიდან მოდის ომის საფრთხე, ეს არის რუსეთიდან. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ომში ჩართვა არა პირდაპირ, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოშია და ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აქ სამოქალაქო ომის დაწყებას ცდილობს უკვე სამი წელია. აქ სამოქალაქო ომი რომ დაიწყოს, ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით. ამიტომაც, ვთხოვთ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს, პოლიტიკურ ძალებს და ჩვენს პარტნიორებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიტიკური ჟანგბადი გადაეკეტოთ რადიკალებს საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები