იუსტიციის სახლის ვარკეთილის ახალი ფილიალის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

იუსტიციის სახლის ახალ ფილიალში, რომელიც სულ მალე ამოქმედდება, ავეჯისა და ტექნიკის სამონტაჟო სამუშაოები უკვე ხვალიდან დაიწყება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ფილიალისთვის სპეციალურად შეიქმნა იუსტიციის სახლისთვის დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინიც.

“ვარკეთილის იუსტიციის სახლი, რომელიც „ჰუალინგ ჯგუფის” ტერიტორიაზე განთავსდა, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნვას, ნაკადების მართვა- გადანაწილებას, ასევე, ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

ახალი ფილიალი უახლოეს პერიოდში გაიხსნება და მასში 40-მდე ოპერატორი დასაქმდება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ერეკლე ღვინიანიძე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ავთანდილ კოხრეიძესთან ერთად, ახალ ფილიალში სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

ახალი ფილიალი ძირითადად ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობას მოემსახურება და მოქალაქეებს, ერთი ფანჯრის პრინციპით, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის 470-მდე სერვისს შესთავაზებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები