რუსმა ოკუპანტებმა იუჟნობუგსკის მიმართულებით 30-მდე დასახლებული პუნქტი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა იუჟნობუგსკის მიმართულებით 30-მდე დასახლებული პუნქტი დაბომბეს, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებულ ინფორმაციაში.
აღინიშნება, რომ მიკოლაევის, პრიბუჟსკის და კიდევ 25 დასახლებულ პუნქტზე იერიში ოკუპანტებმა ტანკების, ქვემეხების და რეაქტიული არტილერიიდან მიიტანეს.
ასევე, მტერი უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო დაზვერვას აგრძელებს.
ამავდროულად, შავი და აზოვის ზღვების წყლებში საზღვაო ფრთოსანი რაკეტების ორი მატარებელი მზად არის მაღალი სიზუსტის იარაღის გამოსაყენებლად.