ირაკლი კობახიძე – მოძრაობა “ხალხის ძალაზე”: დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას

“დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდიდან გასული დეპუტატების: სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალას“ დაფუძნებას.

კობახიძის თქმით, იმაზე საუბარი, თუ როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე – ნაადრევია.

„ეს არის მათი გადაწყვეტილება. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები. დავაკვირდეთ ამ მოვლენების განვითარებას. პარტიაზე ზოგადი საუბარია, არანაირი კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, ნაადრევია საუბარი, თუ როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნებიდან” გასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები