ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის გამო, აშშ-ის ელჩი ჩინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

American and Chinese flag pair on desk over defocused background. Horizontal composition with copy space and selective focus.

ტაივანში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრის, სი ფენგის განცხადებით, ტაივანში პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინური მხარე ჩუმად არ იქნება და შესაბამის ზომებს მიიღებს.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობას პელოსის არაკეთილსინდისიერი ნაბიჯისთვის ხელი უნდა შეეშალა, თუმცა შეერთებული შტატები პირიქით მოიქცა, რისთვისაც საკუთარი შეცდომის საფასური უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ პეკინის გაფრთხილების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. თავის მხრივ, ჩინეთი მკაცრად გმობს აღნიშნულ ვიზიტს და აცხადებს, რომ ეს არის აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები