ნენსი პელოსის ბორტი ტაივანში დაეშვა(ვიდეო)
ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა. მის უსაფრთხოებაზე ამერიკული ხომალდები ზრუნავდნენ. ტაივანის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია. ბრძანების მოლოდინშია კონტინენტური ჩინეთის არმიაც. კუნძულის სიახლოვეს ამერიკული და ჩინური ავიამზიდებიც იმყოფებიან.
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის აზიურმა ტურნემ მსოფლიოს ყურადღება უკრაინიდან ტაივანში გადაიტანა. პეკინი იმუქრება, ვაშინგტონი პეკინის მუქარას მუქარითვე პასუხობს.
პელოსის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ბირთვული ომის საშიშროებაზე კიდევ ერთხელ გააფრთხილა.