აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტის პარალელურად, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია საბრძოლო წვრთნებს იწყებს.
აღნიშნულის შესახებ BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის თანახმად, ტაივანის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების ექვს უზარმაზარ რაიონში, ჩინეთის თვითმფრინავები და გემები მანევრირებას მოახდენენ და გამოსცდიან შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო მასალას“, – აცხადებენ ჩინეთში.
ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩუნინგმა „ტვიტერზე“ დაწერა: „ჩინეთი იძულებული გახდა თავდაცვის მიზნით ემოქმედა. ჩინეთის მხრიდან ნებისმიერი საპასუხო ღონისძიება გამართლებული იქნება შეერთებული შტატების არაკეთილსინდისიერი ქცევისთვის“.
შეგახსენებთ, რომ პეკინის გაფრთხილების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. თავის მხრივ, ჩინეთი მკაცრად გმობს აღნიშნულ ვიზიტს და აცხადებს, რომ ეს არის აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია.