ჯონ კირბი: ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთის მუქარისა და საბრძოლო რიტორიკის არ ეშინია, – ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო უწყების მხრიდან გაკეთებულ შეფასებას.

მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს.

„არ არსებობს მიზეზი, რომ ეს ვიზიტი გახდეს კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელი მოვლენა“, – აღნიშნა კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ პეკინის გაფრთხილების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. თავის მხრივ, ჩინეთი მკაცრად გმობს აღნიშნულ ვიზიტს და აცხადებს, რომ ეს არის აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები