რუსეთმა აშშ რუსეთ-უკრაინის ომში უშუალო მონაწილეობაში პირველად დაადანაშაულა
რუსეთმა შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომში უშუალო მონაწილეობაში პირველად დაადანაშაულა. ბრალდება თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-ლეიტენატმა იგორ კონაშეკოვმა გააჟღერა. მისი თქმით, Himars-ების სამიზნეები აშშ-ში მტკიცდება. ამის შესახებ ინორმაციას BBC ავრცელებს.
ომის დაწყებიდან დღემდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $8.8 მლრდ-ის სამედრო დახმარება გაუწია. ვაშინგტონში არც იმას მალავენ, რომ კიევს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიან. მაგრამ ცოცხალი ძალის მონაწილეობა მხოლოდ ინსტრუქტორებით შემოიარგლება. უფრო მეტიც, 300 კმ რადიუსზე მოქმედი რაკეტების გადაცემას პენტაგონი ამ დრომდე მაქსიმალური ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით აჭიანურებს. ამერიკული ჯაველინებითა და ბრიტანული NLAW-ებით 1000-ზე მეტი რუსული ტანკი აფეთქდა, მაგრამ აშშ-ში მაინც არ სურთ, რომ ამერიკული რაკეტებით უშუალოდ რუსეთის ტერიტორია დაიბომბოს.
არაოფიციალურად, რუსეთს შტატები ომში მონაწილეობაზე ადრეც დაუდანაშაულებია. კრემლის პროპაგანდა 3 თვეს ამტკიცებდა, რომ აზოვსტალში NATO-ს გენერლებიც იმყოფებოდნენ, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.