მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, სააკაშვილის წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში დიდი მასშტაბის ავტორიტეტი არ აქვს, შესაბამისად, პოლიტიკიდან მისი წასვლის შემთხვევაში რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები მოსალოდნელი არ არის.
“არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს და პოლიტიკაზე არსებითი გავლენა იქონიოს.
ის იმ მასშტაბის და ზომის არ არის, რომ რაღაც დიდი გავლენის მოხდენის მოლოდინში ვიყოთ. გინდა დარჩეს, გინდა გავიდეს პოლიტიკიდან, ეს ქართული პოლიტიკის სურათს თვისობრივად არ ცვლის. რაც შეეხება საკითხს, თუ რაზე შეიძლება, გავლენა მოახდინოს “ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე, რასაკვირველია, დიდ გავლენას მოახდენს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.