უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 31 ივლისის პერიოდამდე, სულ მცირე, 5327 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7 257 დაშავდა.
ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იტყობინება.
მსხვერპლის უმეტესობა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშია – 2897 დაღუპული და 2905 დაჭრილი უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილებში, ხოლო 251 დაღუპული და 992 დაჭრილია საოკუპაციო ძალებისა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
გაერო-ში აცხადებენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ფართო რადიუსის მოქმედების იარაღის გამოყენებას ემსხვერპლა, მათ შორის, მძიმე არტილერიას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და საჰაერო დარტყმებებს.
OHCHR-ში ამბობენ, რომ მსხვერპლის ფაქტობრივი მაჩვენებელი გაცილებით დიდია.