ტაივანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩინეთის ოთხი მოიერიშე დააფიქსირეს

ტაივანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩინეთის ოთხი მოიერიშე  J-16 დააფიქსირეს, – ნათქვამია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის გვერდზე.

პეკინი აშშ-სთან ურთიერთო პ

ბის დაძაბვის ფონზე ტაივანის სრუტეში წვრთნებს და პატრულირებას რეგულარულად ატარებს. ასე, მაგალითად, 15 ივლისს ტაივანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთის 10 საბრძოლო თვითმფრინავი დააფიქსირეს, ხოლო 23 ივნისს – 22.

2 აგვისტოს ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი უნდა ჩავიდეს, რასაც პეკინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჩინეთში უკვე განაცხადეს, რომ თუ ვიზიტი შედგება, ამას “შედეგები მოჰყვება”.

დღეს კი, დაუგეგმავად, ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ – ჩინეთის ზღვაში 5-დღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

Nikkei news-ი წერს, რომ, ამავდროულად, აშშ-ის სამხედროებმა ტაივანის საზღვრებს სამხედრო ტექნიკა მიუახლოვეს.

ჩინეთი ტაივანში პელოსის ვიზიტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან კუნძულზე უცხოელი ოფიციალური პირების ნებისმიერ ვიზიტს, შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. პეკინი არ ცნობს ტაივანის სუვერენიტეტს, მას თავის პროვინციას თვლის და დაჟინებით მოითხოვს, რომ „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ მთელ მსოფლიოში იყოს დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები