2026 წლის საგამოცდო პროცესს დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ
დღეს 2026 წლის საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 88%-ზე მეტი გამოსაცდელი.
“ამ დროის მონაცემებით, დაფიქსირდა გამოცდაზე დაგვიანების ორი შემთხვევა.
მასწავლებლებისთვის მომდევნო გამოცდა 7 ივლისს ფიზიკაში ჩატარდება, ხოლო ხვალ აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.