არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს იყო დაგეგმილი დანაშაული. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ოლენივკაში მომხდარ დაბომბვას.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, მომხდარზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ.
„შეხვედრა გავმართე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურ ვალერი ზალუჟნისთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სააგენტოს უფროს კირილო ბუდანოვთან, SBU-ს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ვასილ მალიუკთან და ადამიანის უფლებათა კომისარ დმიტრო ლუბინეცთან.
დეტალურად განვიხილეთ ოლენივკაში რუსი არაადამიანების მიერ მოწყობილი ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი ტყვედ აყვანილი უკრაინელი დამცველი დაიღუპა. არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს იყო დაგეგმილი დანაშაული. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.
გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, რომლებიც უნდა იყვნენ გარანტი ჩვენი ომის პატიმრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისა, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ოლენივკაში გამასწორებელი კოლონია დაბომბეს, რასაც, სულ მცირე, 53 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 75 დაშავდა.