სულ მცირე, 53 დაღუპული და 75 დაშავებული – ოკუპანტებმა ელენოვკაში კოლონია დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ელენოვკაში გამასწორებელი კოლონია დაბომბეს, რასაც, სულ მცირე, 53 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 75 დაშავდა.

მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

რუსეთის გენშტაბში აცხადებენ, რომ „კიევის კრიმინალური რეჟიმი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელ ტყვედ ჩავარდნილ მებრძოლებს, რომ გადაფარონ დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების კვალი და ამით აიძულონ დანარჩენები, განაგრძონ საომარი მოქმედებები და არ ჩაბარდნენ“.

უკრაინის გენერალური შტაბში აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კოლონიის მიზანმიმართული საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს, სადაც, მათ შორის, უკრაინელი ტყვეებიც იმყოფებოდნენ.

„რუსი დამპყრობლები თავიანთ დანაშაულებრივ მიზნებს ახორციელებენ, მათ სურთ – უკრაინა სამხედრო დანაშაულებებში დაადანაშაულონ, ასევე, დამალონ ტყვეების წამება და მათი სიკვდილით დასჯა, რაც იქ საოკუპაციო ადმინისტრაციისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის ბრძანებით ხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ელენოვკას რაიონის მიმართულებით საარტილერიო იერიშები არ მიუტანიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები