ევროპაში ინფლაციამ ივლისში ახალი ანტირეკორდი დაამყარა

ევროზონაში ინფლაციამ ივლისში ახალი ანტირეკორდი დაამყარა და სამომხმარებლო ფასები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,9%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ Eurostat-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ, ივნისთან შედარებით, მაჩვენებელი არ შეიცვლებოდა და წლიური თვალსაზრისით 8,6%-ს შეადგენდა.

მაისში საერთოევროპულმა ინფლაციამ 8,1% შეადგინა, აპრილში – 7,4%, რაც ნიშნავს იმას, რომ ამჟამინდელი ინფლაციის მაჩვენებელი ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება.

ევროზონაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაშია და 20%-ზე მეტს შეადგენს.

გერმანიაში ევროპული სტანდარტებით დათვლილმა ინფლაციამ 8,5% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები