ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობაში“ არსებობს რეალური ლიდერი, ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე, მათ შორის დაპირისპირებაა, რისი გარეთ გამომზეურებაც მოხდა
“ამ პარტიაში არსებობს რეალური ლიდერი, ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე. ბუნებრივია, მათ შორის არის დაპირისპირება, რისი გარეთ გამომზეურებაც მოხდა დღეს სინამდვილეში”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას.
მისივე თქმით, ეს განცხადება შიდაპარტიული პრობლემების გარეთ გამოტანაა.
„რეალურად, ეს არის შიდაპარტიული პრობლემების და განხეთქილებების გარეთ გამოტანა, ამის გაკეთება მოუწია ფორმალურ თავმჯდომარეს. ყველამ ვიცით, რომ ამ პარტიაში არსებობს რეალური ლიდერი, ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე, ბუნებრივია, მათ შორის არის დაპირისპირება, რისი გარეთ გამომზეურებაც მოხდა დღეს სინამდვილეში“, – აღნიშნა კობახიძემ.