„არ დავნებდებით“ – ზელენსკიმ უკრაინელებს სახელმწიფოებრიობის დღე მიულოცა

უკრაინა 28 ივლისს სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს. დღესასწაული პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2021 წელს დაარსდა და წელს ეს დღე პირველად აღინიშნება.

პრეზიდენტმა უკრაინელებს ერთი წლის წინ დაარსებული დღესასწაული მიულოცა და ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

“ბობოქარი დილა. ისევ სარაკეტო ტერორია, ჩვენ არ დავნებდებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ. ვერ შეგვაშინებენ. უკრაინა დამოუკიდებელი, თავისუფალი, განუყოფელი სახელმწიფოა და ყოველთვის ასეთად დარჩება. ყველა კაზაკთა მოდგმის ვართ, ამიტომ, ბედი აუცილებლად გაგვიღიმებს“, – თქვა ზელენსკიმ ვიდეოს წარწერაში.

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად უკრაინელების გაერთიანებაა მნიშვნელოვანი.

„ჩვენს დიდ უკრაინულ ოჯახს აერთიანებს უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოების ოჯახი. ეს არის სამი ძმა: უკრაინის სახელმწიფო დროშა, უკრაინის სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობის გაჩენა, არამედ – გაერთიანება მისი შენარჩუნებისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები