ოხანაშვილი – რეკომენდაციების შესრულებაზე: მომდევნო კვირაში მორიგ შეხვედრას გავმართავთ და გავაგრძელებთ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტი მუშაობას აგრძელებს და უახლოეს მომავალში შემდეგი შეხვედრის თარიღი გახდება ცნობილი, რომელზეც სასამართლო სისტემაზე იმსჯელებენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე შევიკრიბოთ. ჩვენ უკვე ორშაბათს გვსურდა შეკრება, თუმცა, რადგან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო მოფიქრებისთვის, ჩვენ მათ ორშაბათამდე დაველოდებით, თუმცა, რაც შეიძლება მალე, მომდევნო კვირაში მომდევნო შეხვედრას გავმართავთ, რომელზეც გავაგრძელებთ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები