სოზარ სუბარი – თუ გვაინტერესებს ვიცოდეთ რა არის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური რიტორიკა, ეს არის ის, რაც სააკაშვილმა პოლონეთში, ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა: რომ დასავლეთი, ევროპა და ამერიკა არიან კოლონიზატორები

როდესაც ანტიდასავლურობაზე ვლაპარაკობთ ვიტყვი, რომ ვერ ნახავთ ვერცერთ სიტყვას, სადაც დასავლეთის, ელჩისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ კრიტიკა იყოს, მაგრამ კითხვების დასმის უფლება ჩვენ გვაქვს. დემოკრატიის მთავარი პრინციპია – ხალხს აქვს უფლება იცოდეს სიმართლე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს დიდ რუკაზე საქართველოს რა მოუვა, შეიძლება, ბევრმა პოლიტიკოსმა არ იდარდოს ამაზე, თუ იმ დიდ მიზანს მიაღწევენ, რასაც რუსეთის დასუსტება ჰქვია.

„თუ მართლა გვაინტერესებს ვიცოდეთ რა არის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური რიტორიკა, ეს არის ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში, ერთ-ერთ ძალიან დიდი შეხვედრაზე უკრაინელებთან თქვა: რომ დასავლეთი, ევროპა და ამერიკა არიან კოლონიზატორები, ზუსტად ისეთი კოლონიზატორები, როგორც რუსეთი, უბრალოდ მეთოდები აქვთ სხვადასხვანაირი, აი ეს არის ანტიდასავლური, ჩვენგან მსგავსი რამე არ წამოსულა და მსგავსი რამ მიუღებელია.

ინტერესები ძალიან ხშირად გადასძალავს კეთილ სურვილებს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყაროს ინტერესია, რომ რუსეთი, აგრესორი ქვეყანა დასუსტდეს ისე, რომ მას აგრესიის ნაკლები შანსი ჰქონდეს და როდესაც ომში უკვე ჩართულია უკრაინა, რუსეთი შეჭრილია და იპყრობს ტერიტორიებს და აქ დამატებითი ფრონტი გაიხსნას რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება ამის სურვილი ძალიან ბევრს ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მსოფლიოს დიდ რუკაზე საქართველოს რა მოუვა, შეიძლება, ბევრმა პოლიტიკოსმა არ იდარდოს ამაზე, თუ იმ დიდ მიზანს მიაღწევენ, რასაც რუსეთის დასუსტება ჰქვია, მაგრამ რა ემუქრება ქართულ სახელმწიფოს ამას ჩვენზე უკეთ ვერავინ იფიქრებს და იდარდებს. ამიტომაც კითხვებსაც დავსვამთ, პასუხებსაც მოვითხოვთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები