თეა წულუკიანი: მინისტრები და მათ შორის მეც, ბიძინა ივანიშვილს არა თუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრივართ და უცნაურია, რომ ასეთი შეხვედრებს მავანი ითხოვს

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა, მინისტრები და მათ შორის მეც, არა თუ სამი საათი, სამი წუთით არ შევხვედრივართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთი შეხვედრებს მავანი ითხოვს, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკური პროცესიდან გავიდა, მმართველ გუნდს არაერთი ოპონენტი და პარტნიორი ეკითხება თუ როდის ნახეს ბოლოს ბიძინა ივანიშვილი.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა, მინისტრები და მათ შორის მეც, არა თუ სამი საათი, სამი წუთით არ შევხვედრივართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთი შეხვედრებს მავანი ითხოვს.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკური პროცესიდან გავიდა, არაერთი ოპონენტი და პარტნიორიც გამომცდელ კითხვას გვისვამს ხოლმე – როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი? უცნაურია, როდესაც ასეთ კითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმავე პირთან.

ეს წერილი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ [რასაკვირველია როდესაც ჩვენ ტელევიზიით ვიგებთ შევიცარიული ბანკის ამბავს და მივესალმებით, რომ სასამართლო დავაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სიმართლე დოკუმენტურად მტკიცდება და სასამართლო წესით მყარდება და გვიხარია, მაგრამ] როდესაც თავად ივანიშვილი ამბობს, რომ ეს მაინც ჩემი პირადი პრობლემებია და მოდით მე ამაზე თვითონ ვიზრუნებ და თქვენ თავს არ მოგახვევთ, ეს გარკვეულწილად ჩვენ სიმშვიდეს გვძენს, რომ პრობლემები არის, მაგრამ ფაქტია, რომ თავად ის, ვისაც პრობლემები ეხება, ცდილობს, რომ მორიგ ჯერზე გაარიდოს ეს პრობლემები საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები