თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი თვალს ადევნებს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში, მიესალმება და სწორად აფასებს იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული იმისთვის, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა

ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავად ამბობს, თვალს ადევნებს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში, მიესალმება და სწორად აფასებს იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული იმისთვის, რომ ომი აგვეცილებინა თავიდან, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ წერილში ყველას შეახსენებს, რომ ის პოლიტიკიდან გასულია.

„რა თქმა უნდა, ეს წერილი რეზონანსულია, რომელ სპექტრსაც უნდა შევხედოთ პოლიტიკურ პეიზაჟზე, ყველა ამ წერილის კომენტირებით არის დაკავებული. ნიშანდობლივია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ წერილში ყველას შეახსენებს, რომ ის გასულია პოლიტიკიდან. ეს ჩვენ ნამდვილად ვიცით, ვინც ხელისუფლებაში ვართ, მაგრამ ვინაიდან ოპონენტებს ავიწყდებათ ან განზრახ არ უნდათ ეს ფაქტი აღიარონ, ვთვლი, შეხსენება ყოველთვის სასარგებლოა, რადგან ეს რეალობაა. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, მით უმეტეს, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავად ამბობს, თვალს ადევნებს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში, მიესალმება და სწორად აფასებს იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული იმისთვის, რომ ომი აგვეცილებინა თავიდან. უნდა აღვნიშნო, რომ მისი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები