სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა – კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ
“იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.
ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ”, – წერს ზურაბიშვილი.
What we’re seeing in Bichvinta is a form of annexation of Georgian territory by Russia. We see a strong popular reaction to the developments. This is the result of continued occupation
I strongly condemn this and call on the international community to strongly react to this.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 25, 2022