კულება: გაზის ომის წინააღმდეგ ერთადერთი გზაა რუსეთისთვის საპასუხო დარტყმის მიყენება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს რუსეთის გაზის ომის საწინააღმდეგო დარტყმისკენ მოუწოდა. როგორც დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რუსეთის “გაზის ომი” უკრაინაში ომის გაგრძელებაა.

“ევროპის წინააღმდეგ პუტინის გაზის ომი არის უკრაინის წინააღმდეგ ომის პირდაპირი გაგრძელება. ყველგან, სადაც კი მას შეუძლია ზიანის მიყენება, ის ამას გააკეთებს. ის იყენებს ევროპის ნებისმიერ დამოკიდებულებას რუსეთზე, რომ გაანადგუროს ყოველი ევროპული ოჯახის ნორმალური ცხოვრება. ერთადერთი გზაა საპასუხო დარტყმის მიყენება და ყოველგვარი დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაა“, – წერს კულება “ტვიტერზე”.

“გაზპრომმა” 25 ივლისს განაცხადა, რომ ევროპაში გაზის მიწოდებას 20%-მდე ამცირებს.

აღნიშნულს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი ევროპასთან გაზის ომს აწარმოებს და ეს უნდა გახდეს სანქციების უფრო მკაცრი ახალი პაკეტის დაწესების სტიმული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები