ირაკლი კობახიძე: არახამია არის არაკაცი
“არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
„არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. არახამია არის არაკაცი. ეს კაცი ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც, მე მგონი, ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს, პირველ ყოვლისა, უკრაინელი ხალხი“, – აცხადებს კობახიძე.