“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქობულეთში ახალი, 1 კმ-მდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა”

“ხვალ, 24 ივლისს, 13:30 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი – თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის ახალი ბულვარის გახსნას დაესწრებიან”, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქობულეთში ახალი 1 კმ-მდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.

შემოსასვლელი: მეგობრობის ქ. 38-თან

საკონაქტო პირი: ილონა ხვიჩია 591 705 481”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები