დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ტაილანდის სამეფოს არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

ტაილანდის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოში ტაილანდის სამეფოს არარეზიდენტ ელჩთან, აპირატ სუგონდაბირომთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ტაილანდის სამეფოს მიერ არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარებაზე.

„მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა ტაილანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ბატონ აპირატ სუგონდჰაბჰირომთან. გამოითქვა მზაობა, გაძლიერდეს ეკონომიკური კავშირები, მათ შორის – ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურისტული აქტივობები. ხაზი გაესვა ტაილანდის სამეფოს და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარებას. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტი დელეგაციებს შორის, ასევე, საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში კონტაქტების გააქტიურება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები