თალაკვაძე – საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე: ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის, რაც გვაერთიანებს და არ ვეძებოთ ის, რაც გვყოფს

ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის, რაც გვაერთიანებს და არ ვეძებოთ ის, რაც გვყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა და უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველო – უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთების საკითხზე და აღნიშნა, რომ პროპაგანდისტული განცხადებები, რომლებიც ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ თითქოს საქართველომ თავი შეიკავა სანქციების მიღებაზე, არ ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

„ვფიქრობ, ის ადამიანები და ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ოპონირებას გვიწევენ და ავრცელებენ პროპაგანდას, რომ საქართველო თავს არიდებს სანქციებს ან საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, არის ტყუილი და ეს პროპაგანდა არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და არ ემსახურება მეგობრობასა და პარტნიორობას, რომელიც უკრაინასთან გვაქვს.

უკრაინას სურს და სჭირდება, რომ საქართველო იყოს დაცული, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, რომ საქართველოს ჰქონდეს ძლიერი პოლიტიკური სისტემა, უნარიანი ხელისუფლებით, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ფორმით შეძლებს საქართველო უკრაინის მხარდაჭერას უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები