21 ივლისი თენგიზ სუხიშვილის დაბადების დღეა
21 ივლისი ცნობილი ქართველი მოცეკვავის და ქორეოგრაფის, თენგიზ სუხიშვილის დაბადების დღეა. იგი 84 წლის გახდებოდა…
თენგიზ სუხიშვილი იყო: საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე (1992-2007), ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი, 1953 წლიდან – საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი. 1969 წლიდან – ანსამბლის ქორეოგრაფი. 1958 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი (ნინო რამიშვილთან ერთად).
იგი იყო: საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის წევრი (1993-2007), ფოლკლორის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ხალხთა მეგობრობისა და ღირსების ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
გარდაიცვალა 2007 წლის 25 მარტს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.