არჩილ თალაკვაძე: იმ პროგრესითა და მიღწევებით, რაც საქართველოს აქვს, შესაძლებელი იყო მიგვეღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

იმ პროგრესითა და მიღწევებით, რაც საქართველოს ამ წლების აქვს ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების, პოლიტიკური რეფორმების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სფეროში, შესაძლებელი იყო საქართველოს მიეღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ქვეყანამ რეკომენდაციებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.

„თუმცა, იმ გადაწყვეტილების გამო არ უნდა შევამციროთ ტემპები და, რა თქმა უნდა, უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმ რეკომენდაციებსა და გეგმებზე, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის სფეროში არსებობს. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები