ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ – გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, ევროკავშირის მიმართულებით

ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, ევროკავშირის მიმართულებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

„ჩვენ გვსურს ვნახოთ, რომ ის, რაზეც იყო შეთანხმება მიღწეული, შედგეს. მაგალითად, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, არ იყოს მაგიდიდან გადადებული, არამედ იყოს საფუძველი საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების. ვფიქრობ, ცხადია, რომ ევროპარლამენტი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, ევროკავშირის მიმართულებით“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები