სვენ მიქსერი: საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ელიტამ გვერდით გადადოს პარტიის შეხედულებები და იმუშაოს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ლეგიტიმური მისწრაფებების მიღწევის მიმართულებით

საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ელიტამ გვერდით გადადოს პარტიის შეხედულებები და იმუშაოს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ლეგიტიმური მისწრაფებების მიღწევის მიმართულებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ოცნებების უზრუნველყოფა საბოლოოდ, ქართულ პოლიტიკურ კლასზეა დამოკიდებული.

„აქ იმისთვის ვართ, რომ შევაფასოთ ვითარება არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით მუშაობაზე, ასევე რეგიონული ვითარება და საქართველოში არსებული პოლიტიკური მოვლენები. ეს რეგიონში ჩვენი ვიზიტის ნაწილია. ვფიქრობ, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ელიტამ გვერდით გადადოს პარტიის შეხედულებები და იმუშაოს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ლეგიტიმური მისწრაფებების მიღწევის მიმართულებით, რომ ოცნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოობაზე რაც შეიძლება მოკლე დროში იქცეს რეალობად. ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ საუკეთესო რჩევები, რაც შეგვიძლია, თუმცა, საბოლოოდ ქართულ პოლიტიკურ კლასზეა დამოკიდებული ქართველი ხალხის ოცნებების უზრუნველყოფა“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ევროპარლამენტის წევრები იმყოფებიან. ისინი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები