პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში, ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები