ანრი ოხანაშვილი: უცნაურია, რომ რადიკალური იდეების გამხმოვანებელი პოლიტიკური ჯგუფები როდესაც ამაყად საუბრობენ დეოლიგარქიზაციის საკითხზე, სამუშაო შეხვედრაში არც კი მონაწილეობენ

“უცნაურია, რომ რადიკალური იდეების გამხმოვანებელი პოლიტიკური ჯგუფები როდესაც ამაყად საუბრობენ დეოლიგარქიზაციის საკითხზე, სამუშაო შეხვედრაში არც კი მონაწილეობენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი დეპოლარიზაციის ზრდას უწყობს ხელს.

„დღეს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით. უცნაურია, რომ რადიკალური იდეების გამხმოვანებელი პოლიტიკური ჯგუფები, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა, მათი პარტნიორები როდესაც ამაყად, ომახიანად საუბრობენ ხოლმე დეოლიგარქიზაციის საკითხზე, ამ სამუშაო შეხვედრაში არც კი იღებენ მონაწილეობას. ეს სამწუხარო ფაქტია, რომელიც არათუ ხელს უწყობს დეპოლარიზაციას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ზრდის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები