ეკვადორში ციხის ბუნტს 13 პატიმარი ემსხვერპლა
ეკვადორში, ქალაქ სანტო-დომინგოს ციხეში ამბოხის შედეგად, სულ მცირე, 13 პატიმარი დაიღუპა და ორი დაშავდა.
პატიმრების საკითხთა ადგილობრივ სამსახურში განაცხადეს, რომ საპატიმროში წესრიგის აღსადგენად ქვეყნის პოლიციამ და შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს.
აღნიშნულია, რომ ინციდენტის მიზეზი ციხეში მომხდარი ჩხუბი გახდა.
პროკურატურამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, სანტა-დომინგოს ციხეში გასული წლის მაისში არეულობას 44 ადამიანი შეეწირა, 10 დაშავდა.