“რუსეთს უნდა ოკუპირებული ლუგანსკის შეერთების „რეფერენდუმი“ ვადაზე ადრე ჩაატაროს” – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩატარება ვადაზე ადრე სურთ.

მისი თქმით, მანამდე ოკუპანტები “კენჭისყრის გამართვას” 11 სექტემბერს გეგმავდნენ.

„პირველ რიგში, ორკებს უზარმაზარი ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების გამო. მეორეც, რუსებს ესმით, რომ უკრაინის ტერიტორიები მათ არ ემორჩილებიან, მათ ეშინიათ კონტრშეტევის, ამიტომ ვერ შეძლებენ დაკავებული დონბასის სწრაფად მიერთებას და მერე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადონ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ლოდინი არ ივარგებს და ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში უკვე აგიტაციას მართავენ”,- თქვა გაიდაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები