კახეთში მოსახლეობა ინდოელ ფერმერებს უპირისპირდება

  კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოსახლეობის ერთი ნაწილი ინდოელ ფერმერებს უპირისპირდება და მათ საძოვრისთვის გამოყოფილი მიწის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინდოეთის მოქალაქეებმა გლეხების ნაკვეთებამდე მისასვლელი გზა დაამუშავეს, რის გამოც ნაკვეთებამდე მისვლა უჭირთ.
ვეჯინელები ინდოელ ფერმერებს ადგილობრივების ნაკვეთების დაწვაშიც ადანაშაულებენ. მათივე თქმით,არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება არაერთხელ ჩააყენეს საქმის კურსში, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.
ინდოელმა ფერმერებმა ვეჯინელების ბრალდებებს არ უპასუხეს. გურჯაანის რაიონის გამგებელი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ პრობლემის შესწავლას დღესვე დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები