„გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდებაზე ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა
ბუნებრივი აირის უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში და უდიდესმა რუსულმა კომპანიამ, „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდებაზე ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა.
ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
კომპანიის განცხადებით, „გაზპრომმა“, რომელსაც რუსული გაზის ექსპორტზე მილსადენით მონოპოლია აქვს, საკუთარი ვალდებულებები „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო ვერ შეასრულა.
კომპანიის ცნობით, ფორსმაჟორული სიტუაცია 14 ივნისიდან მოქმედებს.
„გაზპრომის“ განცხადება, სავარაუდოდ, მილსადენს „ჩრდილოეთ ნაკადი-1“ შეეხება, რომლითაც ბუნებრივი აირი გერმანიას მიეწოდებოდა.