გივი მიქანაძე: შეუძლებელია, დეოლიგარქიზაციის კანონი იყოს პერსონიფიცირებული

“შეუძლებელია, დეოლიგარქიზაციის კანონი იყოს პერსონიფიცირებული, ერთ კონკრეტულ ადამიანზე მორგებული”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირშია დადგენილი.

„შეუძლებელია, რომ ეს საკითხი იყოს პერსონიფიცირებული. ეს საერთოდ არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირშია დადგენილი. ევროკავშირის ელჩმაც ისაუბრა აღნიშნულის თაობაზე. ეს შეუძლებელია იყოს კანონი, რომელიც იქნება ერთ კონკრეტულ ადამიანზე მორგებული. მით უმეტეს, რადიკალურ ოპოზიციას რომ სურს გამოაჩინოს, თითქოს ერთ კონკრეტულ ადამიანს უნდა მოერგოს და კონკრეტულად ერთ ადამიანზეა მინიშნება გაკეთებული. ამ სტანდარტებიდან გამომდინარე აბსოლუტურად ვერანაირად ვერ ჯდება იმ მოცემულობებში, რომელსაც ცდილობს ოპოზიცია, რომ მოარგოს. პირიქით, რადიკალური ოპოზიციის, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგი წევრები პირდაპირ ჯდებიან იმ კრიტერიუმებში, რომელიც მაგალითად, უკრაინის კანონში არის ასახული. ამიტომ, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი არის ის, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ზიანი მოუტანონ მაშინ, როდესაც ეს საკითხი არსებული კრიტერიუმიდან გამომდინარე არანაირად არ ეხება. დღემდე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლიტიკიდან გადის, ვერავინ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში რაიმენაირადაა ჩართული“,- აღნიშნა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები