მდინარაძე – გოგაშვილზე: „ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს, რაც შეეხება კონკრეტულ დაკავებას, ეს სამართალდამცავების საქმეა

„ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციაზე კომენტირებისას განაცხადა.

სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ სოსო გოგაშვილი პოლიტპატიმარია და მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მან „ქართული ოცნების“ მხილება“ გადაწყვიტა.

„ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ დაკავებას თუ გადაწყვეტილებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. „ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს! ხარვეზები ყველას აქვს, მაგრამ სამხილებელი, როგორც ეს უნდათ ზოგიერთ ძალებს, არაფერი გვაქვს, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით! რაც შეეხება კონკრეტულ დაკავებას, ეს სამართალდამცავების საქმეა და ჩემი საქმე არ არის. მართლა უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ადამიანის დაკავებიდან მეორე მესამე დღეს გვეკითხებიან დეტალების შესახებ. ეს არ არის სწორი. არაერთხელ მითქვამს, რომ სამართალდამცავის შესაფასებელი საქმე პოლიტიკოსმა შეაფასოს და თქვას. ამიტომ, დანარჩენი კითხვები არის სამართალდამცავებისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები