ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეჯერდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც გაზის ემბარგოს არ მოიცავს.
ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ახალი სანქციების პაკეტი, ძირითადად, არსებული წესების დაზუსტებას ითვალისწინებს და არ აწესებს დამატებით შეზღუდვებს ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე.
„ნათლად აღვნიშნეთ, რომ თუ „გაზპრომბანკი“ აღმოჩნდება სანქციების სიაში, მის მხარდაჭერას ვერ შევძლებთ. „გაზპრომბანკი“ არ შედის სანქციების წინადადებებში, რომელიც ახლახან მივიღეთ, რადგან ის არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზემ,” – განაცხადა სიიარტომ.
მან დასძინა, რომ ახალი პაკეტში დაწესებულია ემბარგო რუსულ ოქროზე, ასევე, დამატებითი შეზღუდვებია სახელმწიფო შესყიდვებსა და დეპოზიტების მიღებაზე.
ამავდროულად, სიიარტოს თქმით, ევროკავშირის სანქციების სიას დაემატება 48 ფიზიკური პირი და ცხრა ორგანიზაცია, მათ შორის, რუსეთის ვიცეპრემიერი, რამდენიმე ოფიციალური პირი და “სბერბანკი”.