აზერბაიჯანი ევროკავშირს წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი შეიცავს ვალდებულებას, გაორმაგდეს სამხრეთ გაზის დერეფნის სიმძლავრე, რომ ევროკავშირს 2027 წლამდე ყოველწლიურად, სულ მცირე, 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდოს.
მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანი უკვე 2022 წელს ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობას 8,1 მილიარდიდან 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.
მემორანდუმს ხელი ბაქოში მოეწერა, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ჩავიდა.