40 გრადუსზე მეტი – იტალიაში ანომალიურ სიცხეს ელოდებიან
დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, სინოპტიკოსები იტალიაში ჰაერის ექსტრემალურ ტემპერატურას პროგნოზირებენ, რომელმაც ზოგ რაიონში შესაძლოა, 40 გრადუსსაც გადააჭარბოს.
ამის შესახებ Ansa წერს.
მოსალოდნელია, რომ სიცხის პიკი 20-24 ივლისს იქნება.
მილანში, პავიაში, ბოლონიასა და ფლორენციაში მეტეოროლოგები 39-41°C-ს ელოდებიან.
ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 30°C შეადგინოს.
იტალიაში მნიშვნელოვანი ნალექი, ფაქტობრივად, თვის ბოლომდე არ არის მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში იტალიამ, გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა ჩრდილოეთის ხუთ რეგიონში გამოაცხადა.