იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, ხოლო ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება

იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, ხოლო ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი და 3 კვადროციკლი გადაეცემათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, იაპონიის ელჩი და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე სოფელ ბოდორნაში ახლადაშენებულ „საქმიანი ეზოში“ იმყოფებოდნენ და ხე-ტყის დამზადების ახალ მოდელს ადგილზე გაეცნენ.

პროექტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 920 ათასი აშშ დოლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები