რატი იონათამიშვილი: რიგგარეშე სხდომის მოწვევა მიზანშეწონილი არ მგონია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც პროაქტიური სამუშაო დღის წესრიგი არსებობს 12 პუნქტის შესასრულებლად
დღეს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ნამდვილად არ მგონია მიზანშეწონილი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც პროაქტიური სამუშაო დღის წესრიგი არსებობს 12 პუნქტის შესასრულებლად და ეს პროცესი სულ უფრო მეტად ხდება ინკლუზიური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე საუბარი სწორედ ამ სამუშაო პროცესიდან ამოგდების ერთ-ერთი არარელევანტური ნაბიჯია.
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ რიგგარეშე სესიაზე დღეს საუბარი და მისი მოწვევა სწორედ ამ სამუშაო პროცესიდან ამოგდების ერთ-ერთი არარელევანტური ნაბიჯია. ამ ფარსში მონაწილეობის აუცილებლობა დღეს არ დგას და მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები სწორედ სამუშაო ფორმატებში შევასრულოთ,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულება გამოსცა.