თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art გენი 2022“ გაიმართება
15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art გენი 2022“ გაიმართება, რომელიც დღეს ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში – 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს გაიმართება.
16 ივლისს დასკვნით კონცერტს GAGA FRANI, 17 ივლისს კი ჯგუფი REGGAEON გამართავს. 22 ივლისს, მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარდგება. 23 ივლისს „Art-გენი“ პირველად, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს ფესტივალის თბილისის ტურს „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.
„დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები მოეწყობა. ფოლკლორის ნაწილში სცენა ქართული ბრძოლის ამბავს, „ჰოროლს“, ანსამბლ „გორდელას“, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთს“, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს“ დაეთმობა.
მაყურებლის წინაშე ასევე, წარდგებიან: ანსაბლი „მესხეთი“, „ადილეი“ , „ქალილო“, „ძირიანი“. „არტ-გენი 2022“-ის რეგიონული ტურნე 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალის პროგრამა:
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
18:00 საათიდან რეწვის გამოფენები და ქართული სამზარეულოს კუთხეები.
15 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებიდან;
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „მესხეთი“ (ახალციხე);
22:30 საათი – „სუხიშვილები.“
16 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან;
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „გორდელა“;
22:30 საათი – GAGA FRANI.
17 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან;
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ადილეი“ , “ჰოროლი”;
22:30 საათი – REGGAEON.
22 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან;
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ქალილო“ (დუშეთი);
სახელმწიფო აკადემიური ანსაბლი „აფხაზეთი“;
22:30 საათი – ნინო ქათამაძე & „ინსაითი“.
23 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან;
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ძირიანი“;
22:30 საათი – სანდრო ნიკოლაძე & ბენდი.
24 ივლისი
19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან;
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი – „ბერიკაცები“ (საგარეჯო) • ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“.
22:30 საათი – „33ა“.