“რუსები სხვადასხვა მიმართულებით გარბიან” – ხერსონთან ოკუპანტის საბრძოლო მასალების საწყობი იწვის
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონთან რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობი იწვის.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების StratCom იტყობინება.
აღინიშნება, რომ ისმის აფეთქებების ხმა, საჰაერო განგაშის სირენებია ამუშავებული და ოკუპანტების აურზაური შეინიშნება.
StratCom-ის ცნობით, რუსები „სხვადასხვა მიმართულებით გარბიან და ნაჩქარევად ნაძარცვი გააქვთ”.
„ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ პანიკაში მყოფი ორკები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და დიდი ჩანთებით სამოქალაქო ტრანსპორტში სხდებიან. გაგრძელება იქნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.